LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა Hyundai Santa Fe-მ ერთ დღეში 8 000 წინასწარი შეკვეთა დააგროვა

96

ახალ Santa Fe-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 2018 წლის 7 თებერვალს დაიწყო. ჯერჯერობით ის მხოლოდ კორეელი კლიენტებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ მომენტისთვის, ქროსოვერზე 8 000-ზე მეტი მოთხოვნაა გაკეთებული. ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია 21 თებერვალს შედგა.

კორეაში Santa Fe სრული ამძრავით, 2.0 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბო ძრავითა და ასეთივე მოცულობის ტურბოდიზელის ძრავით. ასევე, შესაძლებელია 2,2 ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავის არჩევაც.

ახალი გენერაციის Santa Fe-სთვის გათვალისწინებულია: შუქდიოდური ოპტიკა, მულტიმედიური კომპლექსი რვა დიუიმიანი თაჩ სქრინითა და ხმოვანი მართვით, უკანა მგზავრების არსებობის ამომცნობილი სისტემა და ა.შ.

ახალი Hyundai Santa Fe-ს ევროპული ვერსია მარტში, ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები