LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამეს თბილისსა და რეგიონებში შესაძლოა, მოთოვოს

tbilisi-and-gudauri-01

31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლებელია მოთოვოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბერს მცირე თოვაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის კახეთში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს,“ – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები