ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და საბაგირო გზა უფასოდ იმუშავებს, ამის შესახებ დავით ნარმანიამ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ახალ წელსა და შობას, ღამით,მეტრო, საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“ დაკუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე შობას, 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. მოქალაქეები ასევე უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე.