LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლიდან დედაქალაქში ახალი 12-მეტრიანი ავტობუსები ივლიან

186
60193804-2723415367675046-1321816356173119488-o

“ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოეწურათ და მათ ახალი ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩავანაცვლებთ” – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლიდან თბილისში თანამედროვე 12  და 8-მეტრიანი ავტობუსები ივლიან.

8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის პროცესი დაწყებულია და რამდენიმე დღეში მათ საზოგადოებას წარუდგენენ.  კალაძემ ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ველობილიკების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სამოძრაო ზოლის გამოყოფას ითვალისწინებს. კალაძის თქმით, ეს პროექტები ქალაქს საცობებიგან განტვირთავს და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს.

“დარწმუნებული ვარ მომავალში ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ პროექტებისთვის მადლობას გადაგვიხდიან, რეფორმებმა შეიძლება მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას, თუმცა ამის გარეშე გარდაუვალია“.

 

ქალაქის მერმა ასევე ყურადღება ტაქსების რეფორმაზე გაამახვილა, რომლის მეორე ფაზა ძალაში 1 ოქტომბრიდან შევიდა. ტექინსპექტირების გავლის შემდეგ ტაქსების 30%-მა ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ლიცენზირებული ავტომობილების 70% კი ა და ბ კატეგორიებად დაიყოფა. მათ წელიწადში ორჯერ ტექინსპექტირება გავლა მოუწევთ. ა კატეგორიის მძღოლებს სპეციალური ვაუჩერები გადაეცათ, რომლითაც შეძლებენ უსასყიდლოდ გადაღებონ ან თეთრი პირი გადააკრან საკუთარ ავტომობილებს, შეეძლებათ ასევე საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა განათავსონ, აქედან შემოსული თანხა კი მათი საკუთრება იქნება. ლიცენზირებული ტაქსის ა კატეგორიის მძღოლებისთვის ასევე ქიმიური წმენდის ვაუჩერები გამოიყო, თუმცა კალაძის თქმით, მძღოლთა ძალიან მცირე ნაწილმა აიღო ამ დრომდე ეს ვაუჩერი. ასევე ა კატეგორიის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყო უფასო პარკირების ადგილები. ისინი გათავისუფლებული იქნებიან ყოველგვარი გადასახადებისგან.

ელექტრომობილების მფლობელებისთვის სახლებთან უფასო ელექტროდამტენები დაყენდება

ელექტროდამტენები უკვე დამონტაჟდა თბილისის სხვადასხვა უბანში.

 

 

კალაძემ ასევე ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მალე ყველა ცენტრალურ ქუჩებზე განხორციელდება. პროექტი ძალაში ორბელიანის ქუჩაზე შევიდა, სადაც ადგილობრივებისთვის და შშმ პირებისთვის პარკირება უკვე უფასოა, ხოლო დანარჩენებს საათში 1 ლარის გადახდა მოუწევთ. მისივე თქმით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურა მსოფლიოს წარმატებული მაგალითების შესაბამისად ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები