LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Volkswagen Passat – პირველი გამოსახულება

volkswagen

სიახლემ Volkswagen Passat  წინამორბედის პლატფორმა შეინარჩუნა, თუმცა გარეგნულად საგრძნობლად შეიცვალა

კომპანია Vokswagen-მა ახალი თაობის სედანის ფოტო გაავრცელა. სიახლე ამერიკულ ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. მოდელი ცოტა უფრო აგრესიულ, თუმცა მაინც ნაცნობ ვიზუალს მიიღებს და მისი ტექნიკური მახასიათებლებიც დიდად არ გაუმჯობესდება.

სედანმა სრულიად ახალი ძარა მიიღო, თუმცა საფირმო სტილი თითქმის ბოლომდეა დაცული. ამასთან, ფარები უფრო გამოიკვეთა და რადიატორის ბადე ზომებში გაიზარდა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ავტომობილი წინამორბედებისგან დიდად არ განსხვავდება. მას 2,0 ლიტრის მოცულობის ძრავი დარჩა და 176 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Passat-მა ახალ მოდულზე უარი თქვა, ამიტომ მას არც ჰიბრიდული და არც ელექტრონული ვერსიები არ ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები