LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ვერსია გავაკეთეთ… მსმენელზეა დამოკიდებული, რამდენად მიიღებს“- „ფორტე“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

210
334928888_217591117488576_748498804122018336_n

3 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ ჯგუფი „ფორტე“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „შენთან გული დამრჩენია“ პრემიერა შედგა. ჯგუფის წევრებმა „არ დაიდარდოს“ ეთერში კიდევ ერთი ახალი ნამუშევარიც დააანონსეს.

 ვისაუბროთ სიმღერაზე „შენთან გული დამრჩენია“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის ზურა მანაგაძის სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის ტექსტზე. არანჟირება ეკუთვნის ჯგუფს „რეზო და ბავშვები“, სიმღერა მათ სტუდიაში ჩაიწერა. განსაკუთრებული მადლობა ზურა მანაგაძეს, რომ ეს სიმღერა დაგვითმო. ეს არის ძველი სიმღერა და ჩვენ ახალი ვერსია გავაკეთეთ. მსმენელზეა დამოკიდებული, რამდენად მიიღებს ჩვენს ვერსიას.

სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა?

კი, სატელევიზიო პრემიერა იყო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ ახლა  გია კაჭარავას სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელიც არის ფილმიდან „დონ ჟუანის დაბადება“. სიმღერა თითქმის დასრულებულია, პატარა შტრიხები დარჩა. კარგი, ისეთი სახალისო სიმღერაა, ცეკვა რომ მოგინდება.

 

გადაცემის ჩანაწერი:

ფორტე – შენთან გული დამრჩენია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები