LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი უცხოელი ინვესტორი წყალტუბოში: 5-ვარსკვლავიან სასტუმროს „ძველი ივერია” Demirören ჰოლდინგი ააშენებს

218
tsqaltubo-tskaltubo

საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე, მათ შორის, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია” მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ პოტენციალს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა. დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი, საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები