LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Toyota Supra და ცოტა მოძველებული BMW M2 ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

127
supra-bmw-m2

სამხრეთაფრიკულმა ჟურნალმა „Car“-მა გადაწყვიტა, რომ ერთმანეთისთვის ახალი სამლიტრიანი Toyota Supra GR და ტოპ-ვერსია BMW M2 Competition შეეჯიბრებინა. დუელის ფარგლებში 100-დან 200 კილომეტრამდე გახურება, ასევე 400 და 800 მეტრის გავლის დროებიც დააფიქსირეს.

BMW M2 Competition-ის კაპოტის ქვეშ S55 თვინ-ტურბო ძრავია მოთავსებული და აგრეგატს 410 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი შვიდ-საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და 0-დან 100 კმ-ს განვითარებას 4,2 წამი სჭირდება.

საპასპორტე მონაცემების მიხედვით, Toyota Supra ცოტა უფრო ნელია. BMW B58-ის ძრავს 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და პირველ „ასეულს“ 4,3 წამში ავითარებს. გადაცემათა კოლოფი კლასიკური 8-სიჩქარიანი „ავტომატია“. „სუპრას“ დიდი უპირატესობა ისაა, რომ ის კონკურენტზე 50 კილოგრამით უფრო მსუბუქია.

ხოლო თუ როგორ დასრულდა რბოლა, ამის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები