LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Toyota Supra, BMW Z4 და Ford Mustang ერთმანეთს შეეჯიბრნენ

111
mustang-z4-b

ჟურნალმა Car სამი სპორტქარის BMW Z4 M40i-ს და Toyota Supra-ს, ასევე Ford Mustang GT-ს ერთმანეთთან შედარება გადაწყვიტა. შეჯიბრი ძველ აეროდრომზე გაიმართა. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ გერმანულ-იაპონურ კოლაბორაციას „მუსტანგის“ წინააღმდეგ შანსი არ ქონდა, თუმცა მასებს შორის განსხვავებამ ინტრიგა გაამძაფრა.

ტექნიკურად BMW Z4 M40i და Toyota Supra 3,0 ლიტრის მოცულობით „ექსვიანით“ არიან უზრუნველყოფილი. ძრავებს 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ, ერთადერთი განსხვავება კი ისაა, რომ როდსტერი 90 კილოგრამით უფრო მეტს იწონის, ვიდრე კუპე.

„მუსტანგს“ 5,0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავი აქვს და 450 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელი კონკურენტებზე უფრო მძიმეა, სხვაობა Z4-თან 90 კგ, ხოლო „სუპრასთან“ 180 კგ-ია.

ხოლო, თუ როგორ დამთავრდა შერკინება ამის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები