LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Toyota Camry XV80 ბაზარზე გამოდის: წინამორბედზე უფრო იაფად

281
Screenshot 2024-01-09 114717

ახალი Toyota Camry XV80 ბაზარზე გამოდის და წინამორბედზე უფრო იაფი ეღირება. პოტენციურ ბესტსელერზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს. სავარაუდო ფასი ცნობილია: საბაზისო სედანი 2,0 ლიტრის „ატმოსფერული“ აგრეგატით 173 800 იუანი ეღირება, ხოლო ჰიბრიდის აგრეგატის მქონე ვერსია მინიმუმ 181 800 იუანად გაიყიდება. საწყისი ღირებულება 3,3%-ითაა შემცირებული.

ჩინეთში Toyota Camry-ის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის თავისებური ვერსია აქვს, ამერიკულისგან განსხვავებული. ძრავათა გამაც სხვანაირია: შენარჩუნდა არაჰიბრიდული მოდიფიკაცია 2,0 ლიტრის ძრავით (173 ცხენის ძალა). ასეთი სედანი 5,8 – 6,1 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, 4 კომპლექტაცია აქვს და ტოპ-ვერსია 198 800 იუანი ღირს.

ჩინური Camry-ის ოფციათა სიაშია 10 უსაფრთხოების ბალიში, პროექციული ეკრანი, სახის ამომცნობი სისტემა, გაჯეტების უსადენო დასამუხტი სისტემა, სავარძლების გათბობისა და გაგრილების სისტემა, პანორამული სახურავი, ვირტუალური მოწყობილობათა პანელი, ხაზების კონტროლის სისტემა, საგზაო ნიშნების ამომცნობი და ავტომატური დამუხრუჭება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები