ახალი ტესტი, რომელსაც ორსულობის მართვის დროს გამოიყენებენ, მისცემს საშუალებას ორსულებს, თავი დაიცვან პრე-ეკლამსიის დროს მიმდინარე გართულებებისგან. პრე-ეკლამსია არის დაავადება, რომელიც ჩნდება ორსულობის პერიოდში. როგორც წესი, ის თავს იჩენს ორსულობის მეორე ნახევრში. მისი სიმპტომებია მაღალი არტერიული წნევა, სხეულის შეშუპება, წონის მკვეთრი ზრდა და მომატებული ცილა შარდში. ეს დაავადება საშიშია არა მარტო დედისთვის, არამედ ნაყოფისთვის. ორსულობის ადრეულ ვადაზე განვითარებული პრე-ეკლამსია საგრძნობლად ართულებს მდგომარეობას.
სტატისტიკურად ორსულთა 3% პრე-ეკლამსიის დიაგნოზით მკურნალობს. ამ დრომდე პრე-ეკლამსიის გართულების პრევენცია ნაადრევი მშობიარობა იყო. მდგომარეობას ის ართულებს, რომ ორსულობის 34 კვირამდე ნაადრევი მშობიარობა სარისკოა, ისევე როგორც მოცდა და შედეგებზე დაკვირვება. ბრიტანელი მეცნიერების მიერ შექმნილმა ტესტმა, შესაძლოა, უდიდესი გარდატეხა მოახდინოს მედიცინაში და ორსულობის მართვის გაიდლაინში ცვლილებაც შევიდეს. ტესტი მოგვცემს საშუალებს განვსაზღვროთ, რამდენად შესაძლებელი იქნება პრე-ეკლამსიის არსებობის შეთხვევაში მოცდა. ტესტი ქალის ასაკის, არტერიული წნევის, ცილის დონის განსაზღვრისა და სხვა პარამეტრების დახმარებთ მოგვცემს სურათს, რა ვადაზე უნდა მოხდეს საკეისრო კვეთა. ლონდონის Queen Mary-ის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს ტესტი ორსულებზე უკვე გამოსცადეს. გაირკვა, რომ ქალების 84%-ს პრე-ეკლამსიის გართულების რისკი დაუდგინდა. დაბალი რისკის მქონე პაციენტები კი ექიმებმა ორსულობის 39 კვირამდე მიიყვანეს, რამაც მშობიარობა დროულ ვადაზე მიიყვანა. კვლევის შედეგები BMC Medicine-მა გამოაქვეყნა.