LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტბა ქალაქში – ქავთარაძეზე, სავარაუდოდ, მილი გასკდა (ვიდეო)

217

თბილისში, ქავთარაძეზე, “სითი მოლისა” და “გუდვილის” უკან არსებული ტერიტორია დატბორილია.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, დატბორვა წყლის მილის გახეთქვამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ კორპუსებს ამის გამო, საფრთხე ექმნება.

“რამდენიმე საათია ასეთი მდგომარეობა და არავინ მოდის. ვიდეო დილით, 10:40 წუთზეა გადაღებული”, – აცხადებს ვიდეოს ავტორი ლიკა კინწურაშვილი.

“სითი მოლისა” და “გუდვილის” წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ადგილზე სავაჭრო ცენტრების შეერთებისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს.

თუმცა, “სითი მოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პრობლემასთან დაკავშირებით, “ფორტუნას” სატელეფონო ინტერვიუზე უარი უთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები