LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თაობის ვირტუოზების გალა-კონცერტს ბათუმი უმასპინძლებს

1267
vrttz

14 აგისტო 20:00 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსები გალა-კონცერტს გამართავენ.  პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გაზაფხულზე სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფესტივალს The New Genaration Music Festival საზოგადოების დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. 14 აგვისტოს ბათუმელები და ქალაქის სტუმრები პროექტის საუკეთესო მუსიკალურ ნომრებს მოისმენენ.

12 აგვისტოს კი ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt  აჭარის ტელევიზიასთან ერთად, პროექტთან დაკავშირებულ მუსიკალურ ვიდეო-არტს გადაიღებს.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), სანდრო სიდამონიძე (ჩელო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). გალა-კონცერტს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გახსნის.

პროექტის ავტორი და  პროდუსერი  –  თეონა ჯორბენაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები