„კონცეპტარტი“ და ფონდი „იავნანა“ 19 იანვარს ახალი თაობის პიანისტი ვარსკვლავების კონცერტს წარმოგიდგენთ. სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი ერთობლივად წარდგებიან მსმენელის წინაშე. კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზშია დაგეგმილი.
საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები საფორტეპიანო მუსიკის პერფორმანსს შესთავაზებენ მაყურებელს.
საქველმოქმედო კონცერტით შემოსული თანხა ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამას მოხმარდება.