LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თაობის Nissan GT-R ჰიბრიდი გახდება

63
aa9ade64ed780776953cdbde5d8dd93767d57ee5

კომპანია Nissan–მა დაადასტურა, რომ სუპერქარი GT-R ჰიბრიდული იქნება და მისი დებიუტი 3 წლის შემდეგ შედგება.

„ნისანის“ დირექტორმა გამოცემა Automotive News–ს ინტერვიუ მისცა და მთავარი სიახლე ოფიციალურად დაადასტურა. ბრენდის ინჟინერები ახალი თაობის სუპერქარის შექმნაზე ძალიან აქტიურად მუშაობენ.

ავტომობილის პრემიერა 2023 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი რომ Nissan GT-R მიიღებს ჰიბრიდულ აგრეგატს, რომელსაც კინეტიკური ენერგიის აღდგენა შეეძლება. ანალოგიური ტექნოლოგია გამოიყენება სარბოლო ბოლიდების, მაგალითად Nissan GT-R LM Nismo–ს შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში ბრენდი ჰიბრიდულ სისტემაზე გადასვლას გამორიცხავდა, თუმცა როგორც ჩანს, კომაპანიაში პრინციპული ცვლილებები მოხდა და მთავარი კონცეფციაც განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები