LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თაობის Audi A8 კონკურენციას Maybach-ს გაუწევს

73

გერმანული ბრენდი Audi აპირებს დაამზადოს ფლაგმანის A8 მდიდრული ვერსია, რომელიც მათი ვარაუდით კონკურენციას Mercedes-Maybach S-Class გაუწევს.

როგორც კომპანიის ტექნიკური დირექტორი სტეფან კნირში აცხადებს, ახალი თაობის A8 ბევრად უფრო დახვეწილი და მდიდრული იქნება, რაც ახალი პლატფორმის D5 დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე A8-ს მხოლოდ ორი, სტანდარტული და Long ვერსიები არსებობდა, თუმცა გამოჩნდა 6 კარიანი ვერსიაც, რომელიც ავტომოყვარულებმა უნიკალურ ვერსიად აღიარეს.

თუმცა ეს ყველაფერი როდია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამზადდება Audi A8-ს კუპისა და კაბრიოლეტის ვერსიებიც, რომელთა კონკურენტიც Mercedes-Benz S-Class Coupe და Cabriolet იქნება.

საინტერესოა ისიც, რომ Audi A8-ს 6 კარიანი ვერსია, Mercedes-Maybach S-Class Pullman-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. თუმცა, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

2

3

4

5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები