ახალი თაობის Audi A8 ფილმში “ადამიანი ობობა: შინ დაბრუნება” გამოჩნდება. კინოსურათში ავტომობილის ღია ვერსია იქნება წარმოდგენილი. ბლოკპასტერის პრემიერა 28 ივნისს, ლოს ანჯელესშია დაგეგმილი. კომპანიაში ამბობენ, რომ პრემიერის შემდეგ მაყურებლები პირველები შეიქმნიან შთაბეჭდილებებს A8-ს დიზაინზე.
სახალხო დებიუტი ბარსელონაში, 11 ივლისს უნდა შედგეს. მოდელის აწყობა ნეკარზულმში, გერმანიაში დაიწყება.
ახალი თაობის Audi A8 საგზაო ცდებზე არაერთხელ შენიშნეს. გარეგნულად ის კონცეპტ Prologue-ს გაქვს. ავტომობილის ექსტერიერი კომპანიის შეფ დიზაინერმა მარკ ლიხტემ შეიმუშავა.
Audi A8-ის ძარაში ალუმინი, მაგნიუმი და კარბონია გამოყენებული და მათი წყალობით ავტიომობილი წინამორბედთან შედარებით 51 კილოგრამით უფრო მსუბუქია. ამასთან, ის უფრო დიდია, ვიდრე მისი წინა თაობა.