ნახეთ, თუ რა შეუძლია ახალ Suzuki Jimny–ს ცუდ გზებზე მოძრაობისას. ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც მომავალი თაობის ყველგანმავალი მძიმე უგზოობაში მოძრაობს. როგორც ჩანს, ავტომობილმა ბევრი მოდიფიკაცია მიიღო და მის ელექტრონულ დამხმარეებს შორის აღსანიშნავია – მთიდან დაშვების ინოვაციური სისტემა. Suzuki 1,5 ლიტრის მოცულობის 102 ძალის ძრავითაა უზრუნველყოფილი და ის 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ ბაზარზე სიახლე განსხვავებული აგრეგატით – 660 კუბის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი და მას 64 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. “ჯიმნის“ აღჭურვილობაში 6 უსაფრთხოების ბალიში, სტაბილიზაციის სისტემა, მოძრაობის მაკონტროლირებელი სისტემა, ავტომატური დამუხრუჭება, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა და შორი განათების ახლოზე გადართვის ავტომატური სისტემა შედის.
საინტერესოა, რომ იაპონიაში ახალი Suzuki Jimny–ს ფასი 1,5 მილიონი იენიდან დაიწყება.