რამდენიმე წლის წინ კომპანიებმა Toyota-მ და BMW-მ ოფიციალურად განაცხადეს ერთობლივი სპორტული ავტომობილის შექმნაზე და დანაპირები ერთ წელიწადში შეასრულეს.
დეტროიტის ავტოსალონში იაპონელებმა პუბლიკა თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილით – FT-1 (Future Toyota) გააკვირვეს. ავტომობილი იმდენად თანამედროვე აღმოჩნდა, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამძრავი უკანა ბორბალზე, ძრავა წინა ნაწილში, მაქსიმალურად უკან გაწეული მძღოლის ადგილი და წამყვანი ბორბალი ფორმულა 1-ის ბოლიდის სტილში – მართლაც ორიგინალური აღმოჩნდა და საერთო მოწონებაც დაიმსახურა.
Toyota-ს კალიფორნიულ ცენტრში შეიქმნილი მოდელი ძირითადად ორ მიზანს ემსახურება: ბრენდის მომავალი ავტომობილების საერთო სტილისტიკის და BMW-სთან ერთად კიდევ ერთი ახალი სპორტული ავტომობილის შექმნის პროექტის დემონსტრირება.