12 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი არჩილ ცანკაშვილი გახლდათ. მომღერალმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „რა კარგი ხარ სიყვარულო“ წარუდგინა.
აჩიკო, როგორ ხარ, ხომ არ გაგაღვიძეთ?
კარგად. არა, რას ამბობთ.
რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?
სიმართლე რომ გითხრათ, სხვადასხვა დროს იწყება ჩემი დილა, ვცდილობ, ყოველთვის ადრე ავდგე, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის.
დღეს გვაქვს შენი სიმღერის პრემიერა. მოგვიყევი ახალ სიმღერაზე.
ახალი სიმღერა ყველა დროის არაჩვეულებრივ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს ეკუთვნის. სიმღერას „რა კარგი ხარ სიყვარულო“ ჰქვია. ეს ნამუშევარი ისედაც ყველამ იცის, უბრალოდ, ჩემებური ვერსია მინდა შევთავაზო მსმენელს.
რა ხდება შენს კარიერაში, რა სიახლეებია?
პანდემიამ ძალიან გაგვაჩერა ყველა, მათ შორის, მეც. ახლა რამდენიმე სიმღერაზე ერთდროულად ვმუშაობ და შემდეგ კვირასაც კიდევ ერთ ახალ ნამუშევარს შემოგთავაზებთ.
გადაცემის ჩანაწერი:
არჩილ ცანკაშვილი – რა კარგი ხარ სიყვარულო