LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს – საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება

1231
daketilia

დღეს საკოორდინაციო საბჭომ მორიგი შეზღუდვების შესახებ მიიღო გააწყვეტილება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე.

4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ბაღებთან დაკავშირებულ საკითხს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების დაწყების თარიღს 4 ოქტომბერს კვლავ დაუბრუნდებიან და ეპიდვითარების შესაბამისად მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება.

ამასთან ძალაში რჩება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ქვყანაში ამ დრომდე მოქმედებდა.

რა შეზღუდვები ამოქმედდება დამატებით 25 აგვისტოდან – საკოორდინაციო საბჭო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები