LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარაში, 35 კი თბილისში დაფიქსირდა

135
Capture

ინფექციური საავამდყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • აჭარა – 92
  • იმერეთი – 53
  • თბილისი – 35
  • სამეგრელო-ზემო-სვანეთი – 8
  • გურია – 7
  • რაჭა-ლეჩხუმი – 1
  • მცხეთა-მთიანეთი – 1

 

ინფექციონისტის განმარტებით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

რაც შეეხება ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში  მოთავსებული ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

“ჩვენ გვაყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოიყვანეს 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.

დაგვემატა 40 გამოჯანმრთლებული, 1534 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი 42 არის”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის შემთხვევათა მატებისა, საქართველო ჯერჯერობით ისევ “მწვანე ზონაში” რჩება.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო

“მონაცემები არ იზრდება საბედნიეროდ, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი, ეს რიცხვი გაორმაგებულია და ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება და ვნახოთ როგორი დინამიკა იქნება”, – განაცხადა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა დაფიქსირდა