LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა მცირდება

81
FORTUNA.GE- (3)

“ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ქალაქში მხოლოდ 1 000 მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს ავტობუსები დააკმაყოფილებს.” – ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“წლების წინ 1500-1700 მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა დედაქალაქის მასშტაბით, თუმცა ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, მხოლოდ 1000 მიკროავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, ყველა იქნება განახლებული, მოწესრიგებული, დანარჩენ მარშრუტებს დააკმაყოფილებს ავტობუსები, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება ძირითადად.

თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან თითქმის დასრულებული გვაქვს მოლაპარაკებები, კომპანია უზრუნველჰყოფს კაპიტალის მოზიდვას და გამოისყიდის ჩვენს მიერ ნაყიდ 300 მიკროავტობუსს, ეს მოხდება ივნისის თვეში და ასევე, ვალდებულებას იღებს, 400 ერთეული ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე – ეს ყველაფერი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსის და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, თუმცა ყველაზე მთავარი არის პარკირების განახლება, მოწესრიგება, ძველი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლის პროცესიც დაწყებულია უკვე და წლის ბოლომდე მთლიანად განახლებული პარკი გვეყოლება. ავტობუსები შესყიდულია უკვე უბრალოდ ველოდებით მოწოდებას, როდესაც ეს მოწოდება დასრულდება პარკი იქნება სრულად განახლებული, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით დამატებით გვინდა, რომ შემოვიყვანოთ დაახლოებით 180 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსი და 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსები იმიტომ, რომ კვლევები, რომელბიც იქნა ჩატარებული და სატრანსპორტო სისტემის გადაწყობა, რომელიც ხდება, აუცილებელია დამატებით ამ რესურსების მოზიდვა ავტობუსების სახით.” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები