ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია ახალი ფლაგმანის Samsung – Galaxy S8-ს შესახებ.
ჩინური ინსაიდერების ცნობით, სმართფონი მიიღებს 4K დისფლეის გაფართოებით 3840 x 2160, Snapdragon 830-ის პროცესორსა და ორმაგ კამერას. 4K დისფლეი საოცრად სუფთა გამოსახულების გარდა, ვირტუალური რეალობის ასახვისთვისაც საკმაოდ სწორი გათვლაა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ინერგება სხვადასხვა მოწყობილობებში.
რაც შეეხება Snapdragon 830-ს, ამ მომენტისთვის ჩიპი დამუშავების პროცესშია, იგი წარმოადგენს 10ნმ-იან FitFet ტექნოლოგიაზე შემუშავებულ ჩიპსეტს.
Galaxy S8-ს ორმაგი კამერა კი Samsung Electro-Mechanichs (Semco)-ს მიერაა შემუშავებული და საოცრებებს გვპირდება.
რაც შეეხება USB Type-C-ს, ეს ტექნოლოგიაც ახალი სამსუნგის განუყურელი ატრიბუტი იქნება.