LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სახე – სტივ ჯობსის 22 წლის ქალიშვილის დებიუტი მოდელის ამპლუაში

152
page

სტივ ჯობსის 22 წლის ქალიშვილი, ევა მოდელი გახდა. გოგონა კოსმეტიკური ბრენდისთვის Glossier სრულიად გაშიშვლდა. მან  ბრენდის სადღესასწაულო ხაზის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Eve Jobs (@evecjobs)

აღსანიშნავია, რომ ადრე ევა ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის გაურბოდა, არც რეალითი შოუებში იღებდა მონაწილეობას და არც პოპულარობა სურდა. მან არჩევანი სპორტზე გააკეთა, ის ჟოკეია და საკმაოდ წარმატებულიც გახდა ამ სფეროში, ევა 25 წლის ასაკის ცხენოსნებს შორის მსოფლიო მასშტაბით 5-ე ადგილს იკავებს.

„პირველად პონიზე, 2 წლის ასაკში დავჯექი, პროფესიონალურად კი საცხენოსნო სპორტით 6 წლის ასაკში დავკავდი, მე ცხოველები მუდამ მიყვარდა“, – აცხადებს ევა.

ცნობისთვის, ევა სტენდფორდის უნივერსიტეტში სწავლობს, სწორედ იქ გაიცნეს მისმა მშობლებმა ერთმანეთი.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები