Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში: თემქის ხევში თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში: თემქის ხევში თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა

301
FORTUNA.GE- (5)

თემქის ხევში 22 ჰექტარ მიწის ფართობზე, თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა.

ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა, ასევე, აშენდება კაფე, მედიათეკა და ბელვედერი.

მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და ურბანული მეურნეობის ზონა.

ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

კახა კალაძის განცხადებით, აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი პარკი მოეწყოს ქალაქში, იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა ჰქონდეთ:

“ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის – საქალაქო პარკის განხორციელება. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, არსებულს კი მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. პირველ ეტაპზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, არის მიწის ზედაპირის მოჭრა. რაც დაჭაობებული იყო, მოიხსნება, რის შემდეგაც დაიწყება უშულოდ პარკის მოწყობის სამუშაოები. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პარკი მოეწყოს ქალაქში იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა.” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 4 764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4 640 ძირი ბუჩქის დარგვა. 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახი.

პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები