თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შევა ახალი რეგულაცია, რის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 15-გრამიან შეფუთვაშიც იქნება შესაძლებელი.
შესაბამისი ცვლილებების ავტორები დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და გოგა გულორდავა არიან.
აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს თამბაქოს ნაწარმის – საჩიბუხე თამბაქოს, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს, შესახვევი თუთუნის, თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენების 15-გრამიანი შესაფუთში მიწოდება/გაყიდვას.
კვლავ ძალაში დარჩება როგორც 50, ასევე 100-გრამიან შეფუთვებში არსებული გასაყიდი ნაწარმი.
ახალი საკანონმდებლო რეგულაციის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. პროექტით კონკრეტდება, რომ 15, 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის გარდა, სხვა მასის პირველად შესაფუთებში დაფასოებული თამბაქოს მიწოდება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
თამბაქოს ბიზნესისთვის დღეიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა