LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მოუწევთ

113

“ოპეკი +”ის შეთანხმება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდა. ვენაში გუშინ “ოპეკი +”-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების კიდევ 9 თვით, 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, შეთანხმების პირობები უცვლელია: ქვეყნები უცვლელს დატოვებენ ნავთობის მოპოვებას 2016 წლის ოქტომბრის თვის დონეზე.

”ნავთობის მოპოვების შეზღუდვა მოუწევთ ასევე ლიბიასა და ნიგერიას, რომლებიც აქამდე გათავისუფლებულები იყვნენ ამ ვალდებულებისაგან რთული პოლიტიკური ვითარების გამო. მართალია ეს ქვეყნები არ იქნენ ჩართული ნავთობის მოპოვების შემცირების ვალდებულებაში, მაგრამ მათგან მიღებულ იქნა დაპირება, რომ არ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას შეთანხმების მოქმედების ბოლომდე.

გარიგების ახალი პარტნიორებიც არ იქნენ მიღებულნი. მართალია შეხვედრაზე მონაწილეობა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც მიიღო (ეგვიპტე, თურქმენეთი, რიგი აფრიკული სახელმწიფო), რომელთა წარმომადგენლებმაც თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს შეთანხმების მონაწილეებისადმი, მაგრამ მათი გარიგებისადმი იურიდიული მიერთების საკითხი არ განხილულა”, – ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2017 წლის 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,57 (+ 0,46) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 57,40 (+ 0,10) დოლარი/ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები