LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პრემიერი მთავრობის პირველ სხდომას გამართავს – რა იქნება გახარიას მთავარი სათქმელი

103
გახარია

ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი მთავრობის პირველ სხდომას ხვალ ჩაატარებს. ის პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტით 9 სექტემბერს დაამტკიცა. რაც შეეხება მთავრობის ხვალინდელი სხდომის საკითხებს, უცნობია, კონკრეტულად, რა თემებს განიხილავენ პრემიერი მის გუნდთან ან იქნება თუ არა მთავარი სასაუბრო საკითხი ე. წ. საზღვართან განვითარებული მოვლენები. 

ოკუპანტებმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულეს - მოსახლეობა უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს.

დღეს უკვე ვითარება ახალგორში გართულდა. ქალაქის მერი ამბობს, რომ ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო, შესაძლოა, მოსახლეობა წამლებისა და სურსათის გარეშე დარჩეს.  შეგახსენებთ, ბოლო პერიოდია, ე. წ. მესაზღვრეები საგუშაგოებს აშენებენ, ქართულ მხარეს კი საკუთარი ბლოკპოსტების აღებას სთხოვენ.

რაც შეეხება, გახარიას წინამორბედს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ მან თავის მისია უკვე შეასრულა. გახარია კი პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანივილმა წარადგინა, რომელმაც თავის მხრივ მთავრობის ახალი წევრები წარუდგინა საზოგადოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები