მოდელი ინდექსით 992, ძველი მოდელისგან დიდად განსხვავებული არ იქნება და გაუმჯობესება ძირითადად მის ტექნიკურ მახასიათებლებს შეეხო.
გამოცემა Jalopnik-ის ინფორმაციით, ფოტოები დახურულ ფორუმზე გამოქვეყნდა და ბუნებრივია, შემდეგ ქსელშიც გავრცელდა. როგორც ცნობილია, სპორტქარი ცოტა უფრო გრძელი იქნება და უსაფრთხოების გასაზრდელად გარკვეულ ცვლილებებს წინა მხარეც განიცდის. მე-8 თაობის Porsche 911 ახალ წინა პანელსაც მიიღებს და დაუზუსტებელი ინფორმაციით, 3 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ტურბოძრავი კიდევ უფრო მძლავრი გახდება. კუპე, რომელსაც 450 ცხენის ძალიანი აგრეგატი ექნება – პირველ „ასეულს“ 4 წამზე ნაკლებ დროში განავითარებს.