LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Peugeot 508 უნივერსალი გახდა

40

ახალი Peugeot 508 უნივერსალი გახდა. ფრანგულმა ავტომწარმოებელმა მოდელ 508-ის ბაზაზე შექმნილი მეორე თაობის ავტომობილი წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდმა სედანი 607-ის გამოშვება 2010 წლიდან შეწყვიტა, ამიტომ სიახლე ნამდვილი ფლაგმანია. ახალი Peugeot წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსიაა. ის 6 სმ-ით უფრო დაბალი და 5 სმ-ით უფრო მოკლეა. ძარის უკანა ნაწილი წინაა გადახრილი, კარებებმა კი უჩარჩო ფანჯრების კონსტრუქცია შეინარჩუნეს. უნივერსალმა საბარგულის ტევადობაც შეინარჩუნა, თუმცა ბუნებრივია, წონა შეამცირდა და 530 ლიტრი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიახლეს რეკორდამდე კიდევ ბევრი უკლია და პირველობა კვლავ Volkswagen Passat Variant-ს ეკუთვნის, რომლის ტევადობაც 650 ლიტრია.

და ბოლოს, უნივერსალს მემკვიდრეობით ძრავის სისტემაც გადაეცა, მას 2 -1,6 ლიტრის მოცულობის ტურბოძრავი და ასევე 1,5 ლიტრიანი დიზელის ძრავიც აქვს. მათ 130 და 180 ცხენის ძალის განვითარება შეუძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები