LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Opel Insignia მძღოლის მანერებს ერგება

64

კომპანია Opel-მა ოფიციალურად წარმოადგინა ახალი თაობის ჰეთჩბეკი Insignia, რომელსაც Grand Sport დაარქვეს. მოდელს შეუცვალეს პლატფორმა, დაუმატეს სრული ამძრავი და მისცეს ადაპტირებული შასი, რომელიც ავტომობილის მფლობელის მართვის სტილს ერგება.

ახალი Insignia აწყობილია პლატფორმაზე E2XX, რომელიც უკვე გამოიყენება Chevrolet Malibu-ს შემთხვევაში. ავტომობილის ძარა 60 კილოგრამით შემსუბუქდა.

ავტომობილს აქვს: სრულად შუქდიოდური ფარები, პროეცირებადი ეკრანი, მულტიმედიური სისტემის IntelliLink-ის ახალი ვარიანტი, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, უგასაღებო დაქოქვის სისტემა, სავარძლების გათბობა, გერმანიის ექიმი ორთოპედების ასოციაციის მიერ ნებადართული ანატომიური სავარძლები Aktion Gesunder Rücken.

Opel Insignia-ს მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორშოუზე, მარტის თვეში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები