LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Nissan Patrol კამუფლაჟის გარეშე გადაიღეს

100
Nissan Patrol news16

დუბაიში 2020 წლის სამოდელო წლის ყველგანმავალი Nissan Patrol მაშინ გადაიღეს, როცა ის საგზაო ტესტირებას გადიოდა. ავტომობილი ქალაქში კამუფლაჟის გარეშე გამოუშვეს, ამიტომ ფოტოებში მისი ვიზუალის შეთვალიერება ძალიან კარგადაა შესაძლებელი.

პორტალმა Arab GT-იმ თავიდან რამდენიმე ფოტო, შემდეგ კი თანხმლები ვიდეოც გამოაქვეყნა. ამ კადრების დამსახურებით ახალი Patrol-ის აღქმა თითქმის ყველა მხრიდანაა შესაძლებელი.

იაპონური კროსოვერი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ განახლებულა და ამჯერადაც დიზაინი მხოლოდ მცირედით შეიცვალა. მოდელმა ახალი ბამპერი, რადიატორის ბადე, უკანა ფარები და საბარგულის კარი მიიღო.

გავრცელებული ჭორებით, ყველგანმავალი 4,0 ლიტრის მოცულობის V8 ძრავს მიიღებს და 275 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება.

და ბოლოს, კროსოვერის ოფიციალური დებიუტი ამ წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.

 

View this post on Instagram

 

مقطع متداول لسيارة نيسان باترول الجديد ??

A post shared by المربع نت (@almuraba) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები