Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ახალი მსოფლიო რეკორდი – 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მსოფლიო რეკორდი – 27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა

218
201201125958-baby-frozen-embryo-27-years-exlarge-169

27 წლის წინ გაყინული ემბრიონიდან ჯანმრთელი გოგონა დაიბადა, ამის შესახებ ,,სიენენი” წერს. ფოტოზე გამოსახული ჩაძინებული პატარა გოგონა მოლი ევერეტ გიბსონია, რომელსაც თავისი რეკორდი ალბათ სულ არ ანაღვლებს. თუმცა ფაქტია, რომ ემბრიონი, რომლიდანაც მოლი განვითარდა და დაიბადა, ლაბორატორიაში 27 წლის წინ გაყინეს.

ემბრიონი 1992 წლის ოქტომბერში გაყინეს და შესაბამისად, გოგონა გასული 27 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაბადებულიყო. თუმცა ეს წელს მოხდა, როდესაც ტენესის შტატში მცხოვრებმა წყვილმა, ტინა და ბენ გიბსონებმა ემბრიონი იშვილეს, რის შემდეგაც ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ტინა გიბსონი 28 წლისაა და მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი ემბრიონზე, რომლიდანაც მისი ქალიშვილი დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ გიბსონების ოჯახში მოლი ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული პირველი ბავშვი არ არის. 2017 წელს ტინა გიბსონმა მოლის უფროსი და, ემა გააჩინა, რომლის ემბრიონიც წლების წინ იყო გაყინული. მოლის დაბადებამდე რეკორდის მფლობელი სწორედ ემა გახლდათ.

აშშ-ის ემბრიონთა დონაციის ნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯეფრი კინანი ფაქტს საყურადღებოს უწოდებს და ამბობს: “მოლის და ემას არსებობა დასტურია იმისა, რომ ასაკის გამო ემბრიონების დაწუნება და განადგურება არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით მედიცინა ტექნოლოგიურად გაცილებით განვითარებულია და თუკი 27 წლის წინ გაყინული ემბრიონი სიცოცხლისუნარიანია, ჩვენ უფრო ხანგრძლივი ვადითაც შეგვიძლია მათი შენახვა “.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები