ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით რეკორდი მოხსნა.
გასული დღე ღამის განმავლობაში ვირუსი 102 591 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.
საავადმყოფოებში აცხადებენ, რომ მათთან მიმართვიანობა რეკორდულად მაღალია.
შემთხვევების განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა ცხრა შტატში, მათ შორის არის კოლორადო, ინდიანა, მიჩიგანი, ვაშინგტონი და ვისკონსინი.
წინა რეკორდი შეერთებულ შტატებში 30 ოქტომბერს დაფიქსირდა – ინფიცირებულთა დღიური მაჩვწენებელი მაშინ 100 233 იყო.