LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მოთხოვნა სამშენებელო კომპანიებს – რა შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა

83

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არც ერთ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც მოედანზე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნება, ნებართვა არ გაიცემა“.

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო მოედნებიდან გამოსული სატვირთო ავტომობილები ქუჩებს აბინძურებენ.

“როდესაც სატვირთო მანქანები შედიან სამშენებლო მოედნებზე, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ინტრასრუქტურული სამუშაოები – სახლების მშენებლობა, სასტუმროების მშენებლობა, გამოსვლისას ქუჩებს აბინძურებენ. სრული კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით. მე მინდა ვთხოვო ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურებს, ამ მიმართულებით დაიწყონ მუშაობა. არც ერთი ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება მითითებული, რომ აუცილებლად უნდა მოეწყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ჩამორეცხვა ამ მანქანების, იმისთვის რომ ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გამოიტანონ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, ეს არ არის მხოლოდ სკვერების და პარკების რეაბილიტაცია და გაშენება. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები