LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Mitsubishi Outlander: პირველი გამოსახულება და პრემიერის თარიღი

49
mitsubishioutlender

კომპანია Mitsubishi–მ გამოაქვეყნა თიზერი, სადაც მეოთხე თაობის Outlander–ია ასახული და თან სიახლის პრემიერის თარიღიცაა დაზუსტებული. როგორც გაირკვა, კროსოვერის წარდგენა ამ წლის ბოლომდე ვერ მოესწრება და პრემიერა 2021 წლის თებერვლისთვის გადაიდო. პრეზენტაცია უკვე ტრადიციული ფორმით, ონლაინ–რეჟიმში შედგება.

ოფიციალური თიზერის გავრცელება კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქსელში პაპარაცული კადრები გამოაქვეყნეს. ფოტოებზე კროსოვერი კამუფლაჟის გარეშე იყო გადაღებული და ბევრი დეტალის შეთვალიერება შეიძლებოდა. რაც შეეხება თიზერს, ჩაბნელებულ კადრში ბევრად ნაკლები დეტალი ჩანს. მწარმოებელმა გულშემატკივრებს კროსოვერის წინა მხარე, ფარები, კარების სახელურები და უკანა ფარის ნაწილი აჩვენა.

როგორც Mitsubishi–ს მთავარმა დიზაინერმა განაცხადა, ახალი Outlander გახდა სტარტი, რომლითაც იაპონური ბრენდის მომავალი თაობის ვიზუალი შეიქმნება. წინა კონცეპ–ქართან შედარებით სიახლე უფრო უბრალო გამოვიდა, შეიცვალა ასევე რადიატორის ბადის ნახატი, მინიატურული კამერების ნაცვლად უკანა ხედვის სარკე დაბრუნდა.

და ბოლოს, ახალი Outlander–ის პრემიერა 2021 წლის თებერვალში შედგება. ამის შემდეგ კროსოვერი აშშ–ს, კანადის და პუერტო–რიკოს ბაზარზე გამოჩნდება. ხოლო თუ როდის შეძლებენ მის შეძენას სხვა ქვეყნების წარმომადგენლები – არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები