LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Mitsubishi Outlander კამუფლაჟის გარეშე გადაიღეს

352
bf0fb3e429bb250b864f9a87bd1869cf

ქსელში Mitsubishi Outlander–ის ფოტოები გავრცელდა. კროსოვერი ერთ–ერთ პარკინგზე გადაიღეს და თან ძარა კამუფლაჟით არ იყო დაფარული. ასე რომ მომავალი თაობის სიახლის შეთვალიერება დეტალებშია შესაძლებელი.

ფოტოები პირველ რიგში იმას ამტკიცებს, რომ ახალი Outlander 2019 წლის კონცეპტის Engelberg Tourer–ის სტილშია შესრულებული. ორ მოდელს მსგავსი წინა და უკანა ოპტიკა, ასევე რადიატორის ბადე აქვს. ბუნებრივია, არის განსხვავებებიც, მაგალითად ბამპერი და ძარის ფორმა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შემდეგი Outlander პლატფორმა CMF-C/D–ზე აიგება, ძრავთა გამაში კი ბენზინის 2.5 ლიტრის მოცულობის აგრეგატი შევა და 184 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. გამორიცხული არ არის ასევე ჰიბრიდული ხაზის შექმნაც, რომლის მთავარი ბაზარიც ევროპა გახდება.

ახალი Outlander–ის პრემიერა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში შედგება, ხოლო პირველი დამკვეთები მას მხოლოდ წლის მესამე კვარტალში მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები