პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კენჭი უყარა და დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
გახარიას მთავარი პრინციპები: საქმე, შედეგი, ეფექტურობა, გონივრული ვადა და კეთილსინდისიერება, სიმართლე
ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი ძალა - რა პრინციპები ექნება გახარიას?
გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. საჭირო იყო 76 დეპუტატის თანხმობა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პარლამენტში სახლემწიფო ჰიმნი ჩაირთო.
პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ყველაფერი მოითმინოს.
უნდა დავიცვათ ახალგაზრდები - გიორგი გახარია
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.