LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

21

ბათუმის საერთაშოიროს აეროპორტში, ავიაკომპანიამ “Air Arabia” – დუბაი (შარჯა)-ბათუმი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. პირდაპირი ფრენები კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და შაბათს A-320 ტიპის ავიახომალდით შესრულდება.

არაბული ავიაკომპანია დუბაი-ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე, 7 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით იფრენს.

აღსანიშნავია, რომ “Air Arabia” 2016 წლის ზაფხულის სეზონზე, დუბაი (შარჯა)-თბილისი-დუბაის (შარჯა) მიმართულებით, კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს დაფრინავს. არაბული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 2014 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Air Arabia” 2003 წელს დაფუძნდა. ამჟამად, „Air Arabia” 26 ავიახომალდით, მსოფლიოს 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

 fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები