LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ლიბერთი: სრული საბანკო მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის

3522
Sweet exhibition booth blank display house box stand isolated on pink pastel color background minimal conceptual 3D rendering

სოფლად მცხოვრები მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის პროცესი 10 წლის წინ დაიწყო, რომლის მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სახელმწიფო და საბანკო მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ლიბერთი პროექტის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო ამ პროგრამის განვითარებაში და ამჟამად, ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში განთავსებულ 88 საზოგადოებრივ ცენტრშია წარმოდგენილი.

საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებლები კომფორტულ გარემოში, თავისი სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობენ 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებლებს ე.წ. ‘ერთი ფანჯრის’ პრინციპით შეუძლიათ, აიღონ პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელონ უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღონ საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ამასთან ერთად, საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის წარმომადგენელთან, ადგილობრივ და ასევე, ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებს, შეუძლიათ ისარგებლონ სრული საბანკო მომსახურებით:

საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, ფულადი გზავნილების კონვერტაციის სპეციალური კურსით, სახელმწიფო გადასახადების გადახდის სერვისით, საპენსიო თანხებისა და სოციალური ანგარიშების მომსახურებით, სამომხმარებლო სესხით, ფიზიკური პირის ანგარიშის მომსახურებით, ანაბრებით, საკრედიტო ბარათებითა და თანხის გადარიცხვის სერვისით.

საზოგადოებრივი ცენტრების შენობებში განთავსებულია სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები, მომხმარებლებს ყოველდღიურად, მათ შორის, შაბათ-კვირას შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური საბანკო სერვისებით.

საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის სერვისცენტრები: https://bit.ly/3MGjftE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები