LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ხორცი მარტყოფიდან“- ბაზარზე ნატურალური ხორცპროდუქტების ახალი მაღაზია გამოჩნდა

504
26678390-1597568220335406-4481015885817218488-o

„ახალი ხორცი მარტყოფიდან“- ამ სახელწოდებით, ბაზარზე ნატურალური ხორცპროდუქტების ახალი მაღაზია გამოჩნდა. სავაჭრო ობიექტი სამგორში, ნავთლუღის ბაზართან მდებარეობს და დაახლოებით, 6-7 სახეობის ხორცპროდუქტის რეალიზაციას ახდენს.

„ჩვენთან წარმოდგენილია საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცი, რომლითაც რეგულარულად ვამარაგებთ მაღაზიას. გარდა ამისა, მომხმარებლის შეკვეთიდან გამომდინარე, პერიოდულად, გვაქვს ციკნის, ბატკნისა და კურდღლის ხორციც. პროდუქციას მომხმარებელს უკვე დამუშავებულ მდგომარეობაში ვაწვდით“, – აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

მისივე ინფორმაციით, „ახალი ხორცი მარტყოფიდან“ მისივე ფერმიდან მარაგდება.

„ვფლობ საკუთარ ფერმას სოფელ მარტყოფში, სადაც საქონელს, ღორს, ქათმებს – მოკლედ, ყველაფერს ვზრდი აბსოლუტურად ნატურალური საკვებით, შესაბამისად, ხორციც არის ნატურალური. რაც შეეხება კურდღელს, მარტყოფში, ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებ, ასევე კურდღლის სრულიად ნატურალურ ხორცს“, – ამბობს  მაღაზიის „ახალი ხორცი მარტყოფიდან“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება პროდუქციის ფასებს, როგორც მაღაზიაში ამბობენ, მათი ფასები ბევრად უფრო დაბალია ვიდრე, თუნდაც, ბაზარში არსებული ფასები; ხარისხი კი – უმაღლესი.

ხორცის შეკვეთის მსურველებმა შეგიძლიათ, დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 555 20 80 74

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები