LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ხაზი „ფრანკო ფონატანასგან” – თბილისში 18K Precious Crafts გაიხსნა

922

საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ფრანკო ფონატანა” დედაქალაქის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს.

ამჯერად კომპანიამ სრულიად ახალი ხაზისა და კონცეფციის მაღაზია გახსნა. „18 კარატი ფრეშეს ქრაფთს ” (18K Precious Crafts)  – ასე ჰქვია ობიექტს, რომელიც სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში” მდებარეობს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

„ამ ტიპის მაღაზია საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. აქ თავმოყრილია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების უძვირფასესი, პრემიუმ კლასის სამკაულები. თითოეული ნაკეთობა 750 სინჯის ოქროთია დამზადებული, გვაქვს უმაღლესი ხარისხის ბრილიანტები და უძვირფასესი ქვები. ბრილიანტის ნაკეთობებს მოყვება თავისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი”, – განაცხადეს ძვირფასი სამკაულის მაღაზიაში.

მათივე ინფორმაციით, „18 კარატი ფრეშეს ქრაფთში” წარმოდგენილია სამკაულების სრული სპექტრი: სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები და სხვა… სამკაულების ღირებულება იწყება 600 ლარიდან.

ცნობისთვის, „ფრანკო ფონატანას” ახალმა მაღაზიამ სახელწოდებით, „18 კარატი ფრეშეს ქრაფთს ” 10-ამდე ადამიანი დაასაქმა.

შეგახსენებთ, იტალიური წარმოების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ფრანკო ფონტანა” საქართველოში 2008-2009 წლიდანაა წარმოდგენილი და დღემდე, ლიდერ პოზიციას იკავებს ქართულ საიუველირო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები