ნორვეგიის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონში „მარკეტინგის შესახებ“, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყველა შეცვლილი, დაკორექტირებულ ფოტო შესაბამისი მარკირებით იქნება მონიშნული. ცვლილებების მიზანი საზოგადოებაში სილამაზის არარეალისტურ სტანდარტებთან ბრძოლაა.
კანონი გავრცელდება „ინსტაგრამზე“, „ტიკ-ტოკზე“, „ფეისბუკზე“, „სნეპჩატსა“ და „ტვიტერზე“ გავრცელებულ სარეკლამო ფოტოებსა და ვიდეორგოლებზეც.