LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კალედონიის მოსახლეობამ საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა

69

წყნარ ოკეანეში ახალი კალედონიის რეგიონის მოსახლეობამ საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენა გადაწყვიტა.

წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგის მოსახლეობამ ერთადერთ შეკითხვას გასცეს პასუხი: “გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მიიღოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი?”

მოსახლეობის 56,4 პროცენტმა დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა. როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა აქტივობამ 81 პროცენტი შეადგინა.

რეფერენდუმის შედეგის შემდეგ საგანგებო მიმართვა გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამაყობს, რომ ეს ისტორიული მომენტი ერთად გაიარეს.

ახალი კალედონიის მოსახლეობა დაახლოებით 270 ათასია, მათგან დიდ ნაწილს მკვიდრი მოსახლეობა, კანაკები წარმოადგენენ. საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ყოველწლიურად ცენტრალური ხელისუფლებისგან 1, მილიარდ დოლარს იღებს. კუნძულებს პარლამენტში ორი დეპუტატი და ორი სენატორი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები