LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ილუსტრირებული წიგნი კორონავირუსზე ბავშვებისთვის

223
pjimage

მსოფლიოში დღეს ყველაზე აქტუალური თემა კორონავირუსია, რომელზეც ყველგან ყოველდღიურად ლაპარაკობენ. ეს საუბრები ბავშვებსაც ესმით, თუმცა მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ და ის შეზღუდვები, რომლებიც ვირუსისგან დასაცავად დაწესდა, მათთვის მაინც გაუგებარი და რთულად აღსაქმელია.

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ქართულად თარგმნა ილუსტრირებული წიგნი კორონავირუსზე, სადაც ნათლად და ბავშვებისთვის გასაგებად არის გადმოცემული კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

 

 

წიგნი ასევე ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ქართული გამოცემის კონსულტანები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წრმომადგენლები, ამირან გამყრელიძე და ხათუნა ზახაშვილი იყვნენ.