წლევანდელი ფლაგმანის – Google Nexus 6P-ის შემდეგ, ყველას მოლოდინები გაცილებით უკეთესი მოწყობილებისკენ იყო მიმართული, თუმცა, Google-ის სტრატეგია შემდეგნაირად გამოიყურება:
კომპანიის გადაწყვეტილებით, Nexus 5x-ის გამგრძელებელი Nexus 5P იქნება, რომელიც ბიუჯეტური სმარტფონია მისი მატერიალისა და მონაცემების გათვალისწინებით.
როგორც ჩანს, ამერიკული გიგანტი Nexus 5-ის ხაზს ბიუჯეტური დივაისებით განავითარებს.
რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნდა Android Police-ის მიერ, HTC Google Nexus 5P კოდური სახელით Sailfish.
როგორც ჩანს, Google-ის ახალი ლამაზმანი, დამზადებული იქნება განსხვავებულ ფერებში.
მიუხედავად ინფორმაციის სანდოობისა, აღნიშნული დეტალების ავთენტურობა ჯერ-ჯერობით კიდევ არ დასტურდება, რადგან კომპანიას რაიმე სახის ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
Google ოფიციალურად ახალ Nexus-ებს 2016-ის შემოდგომაზე წარმოგვიდგენს.