LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Golf-ის შემუშავებისთვის Volkswagen 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

101

კომპანია Volkswagen ახალი, მერვე თაობის Golf-ის ასაწყობად 1,9 მილიარდ ევროს დახარჯავს. ამის შესახებ მწარმოებელმა სამიტზე განაცხადა, რომელსაც მარკის 120 საკვანძო პარტნიორი ესწრებოდა.

Golf-ისახალი თაობის პირველი ეგზემპლარების აწყობა Volkswagen-ის ვოლფსბურგის ქარხანაში 75 კვირის შემდეგ დაიწყება – 2019 წლის ივნისში. მარკის ბესთსელერი მსოფლიოს 108 ქვეყნის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

კომპაქტური ავტომობილების განყოფილების ხელმძღვანელის კარლჰაინც ჰელის განცხადებით, ახალი Volkswagen Golf კომპანიისთვის ავტონომიური ავტომობილების ერაში მთავარი გამცილებელი იქნება. ავტომობილი მუდმივად ონლაინში იქნება, მისი ციფრული მოწყობილობათა პანელი და ელექტრონული დამხმარეები კი „ეტალონები“ გახდებიან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები