პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროკავშირს ბლოკის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს, – ინფორმაციას “ფრანს-პრესი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ აღნიშნული გაზსადენის გახსნა გადამწყვეტი ნაბიჯია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.
„დღეს ჩვენ ვხსნით ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმაც: „ეს არის პასუხი რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – თქვა ანდჟეი დუდამ.
ცნობისთვის, 508 კმ სიგრძის მილსადენი, რომელიც პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს აკავშირებს, საბოლოოდ, ორივე მიმართულებით წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას შეძლებს.