LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფო არ იხსნება” – “მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო”

1273
ფსიქიატრიულ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, დღეს ფსიქიატრიული საავადმყოფო იხსნება. ერთ-ერთი ვერსიით, ერთდროულად ამ პროფილის სამი კლინიკა გაიხსნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ვირუსულად გავრცელებულმა ინფორმაციამ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და სოციალურ ქსელში მრავალი კომენტარი გაჩნდა, მათ შორის, ახალ კლინიკებს ითხოვდნენ სხვადასხვა ქალაქშიც.

 

როგორც  „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მეტი დეტალის გასარკვევად  „ფორტუნა“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელს ლაშა კილაძეს დაუკავშირდება.

 ლაშა კილაძის თქმით, კლინიკის მშენებლობები გაურკვეველი დროით გადაიდო.

„ 2-3 წლის წინ ჩინეთის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ ჩინეთი და საქართველოს მთავრობა ორი ფსიქიატრიული დაწესებულებას ააშენებდა. იმის შესახებ, რომ დღეს რაიმე კლინიკა იხსნება არ მაქვს ინფორმაცია და არც მგონია, რომ ეს სიმართლესთან ახლოს იყოს. 

რამდენადაც  ვიცი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობები არ დაწყებულა. ჩინეთის მხრიდან იყო გარკვეული შეფერხებები“. – ამბობს ჩვენთან საუბარში ლაშა კილაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ბევრი სტაციონარია, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მკურნალობენ.

 

ამ ეტაპისთვის, ფსიქიატრიული საავადმყოფოები განთავსებულია:

სურამში, ბათუმში, ქუთაისში, ხონის რაიონის სოფელ ქუტირსა და სენაკში.

თბილისში: გლდანში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოში, ფსიქიატრიული განყოფილებაა თემქის საავადმყოფოში, ბოკერიას სახელობის ცენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები